რა უამბო იაგო ნებიერიძემ პოლიციას

ნებიერიძე იაგო

14 წლის წინ, გორში გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელს პოლიცია გორშივე ეძებს. სამართალდაცავებს აღნიშნული ინფორმაცია 9 წლის გოგონას, ნანა ბერიანიძის მკვლელობისთვის დაკავებულმა იაგო ნებიერიძემ მიაწოდა.

სამართალდამცავები და კრიმინალისტებში გორში კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებენ სამძებრო ღონისძიებებს.

11 წლის ბიჭის გაუჩინარების საქმე აქტუალური ნებიერიძის დაკავების შემდეგ გახდა. როგორც ცნობილია, იაგო ნებიერიძე ოჯახისგან ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდა.

ნებიერიძის მამა ბერძნიშვილების ოჯახში ავტოფარეხის მშენებლობაზე მუშაობდა. სწორედ ამ დროს გაიტაცეს ბავშვი. ოჯახი მზად იყო თანხა გადაეხადა, თუმცა გამტაცებელი მათ აღარ დაჰკავშირებია და ბავშვის კვალიც დაიკარგა.

როგორც ცნობილია, მაშინ ნებიერიძე თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მას 11 წლის მოზარდის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდება არ დაუდასტურდა.

გატაცებული ბერძნიშვილის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავდა. მისთვის უცნობია, რატომ ვერ მივიდა გამოძიება ბოლომდე და რატომ არ დაისაჯა ყველა ის ადამიანი, რომელიც გატაცებაში მონაწილეობდა, ან როგორ დატოვა საპატიმრო იაგო ნებიერიძემ.

loading…

პოპულარული

„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი