რა ნიშნები ჰქონდა გენპროკურორს ინსტიტუტში – “სამიანები მყავდა სამწუხაროდ…”

შალვა თადუმაძე

სამიანები მყავდა სამწუხაროდ – შალვა თადუმაძეს პარლამენტში ნიშნების ფურცელი გადასცეს

სამართლის ისტორიაში ნიშანი რა გქონდათ – კითხვა დეპუტატმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენპროკურორ შალვა თადუმაძეს. ამასთან, დეპუტატმა მას გადასცა ნიშნების ფურცელი, რის შემდეგაც თადუმაძემ განაცხადა:

“სამიანები მყავდა სამწუხაროდ”.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამტკიცებდა, რომ უნდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, „რატომ ატყუებს ხალხს”.

მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა, თუმცა პროტესტის ნიშნად 15 წუთში პარლამენტის შენობა დატოვა.

პოპულარული

შს მინისტრი იზორიას ძმას ამართლებს და საკუთარ თანამშრომლებს უპირისპირდება:"იქნებ პოლიციელები აყენებენ შეურაცხყოფას, ბოლომდე ნახეთ ვიდეო?"
“ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს” - ნათია თურნავა
ემუქრება თუ არა მკვლელი ვირუსი საქართველოს? - “ხველა, ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ტკივილი მკერდის არეში"- რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს და რა საფრთხეებზე საუბრობს ქართველი ექიმი
შეპარდი: კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს
106 გარდაცვლილი და 1680 ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეში- კორონავირუსი ყოველდღე ძლიერდება
კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
"ოცნება" - 25%, ყველა ოპოზიციური პარტია ჯამში 57%-ზე მეტი - საიდუმლო რეიტინგები მმართველი პარტიის კრახს წინასწარმეტყველებენ
უმძიმესი კადრები - რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები
დაწერე კომენტარი