
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით გოგოხია სოციალურ ქსელში წერს:
ს ა ს წ რ ა ფ ო დ !!!
დღეს, “ქართულ ოცნებას” მალთაყვის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა ე.წ. მეორადი ტანსაცმლის ფუთები, რითაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა ადამიანების მოსყიდვა.
ამის შესახებ გაიგო ადგილობრივმა, გაჭირვებულმა მოსახლეობამ, რომლებიც შეიკრიბნენ და ითხოვდნენ, რომ მათთვისაც გაეწიათ დახმარება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს დარბაზის კარები და უარი უთხრეს დახმარებაზე. განუცხადეს მათ, რომ ფუთებს მხოლოდ სიებში მყოფ პირებზე გასცემდნენ, რასაც პროტესტი მოჰყვა და გაჭირვებულმა მოსახლეობამ თავად გახსნა კარები და წაიღეს ფუთები.
ქ. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში პირადად არიან ჩართულები. “ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოსყიდვას და ზეწოლას ყველანაირი მეთოდით ახდენს,მაგრამ მოსახლეობამ სათანადო პასუხი გასცა.
ბიძინამ საქართველო გააჩანაგა!
ქვეყანა იღუპება!