რა კომენტარს აკეთებს აკაკი გოგიჩაიშვილი “რუსთავი 2”-ის დატოვების შესახებ

„ბიზნეს კურიერის“ წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი შესაძლოა, „რუსთავი 2“-დან „იბერიაზე“ გადავიდეს. ინფორმაცია ამის თაობაზე პრესაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი გოგიჩაიშვილი უკვე შეხვდა „იბერიის“ წარმომადგენლებს და არხზე საკუთარი გუნდით გადავა.

„რეიტინგი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა: მე არსად არ მითქვამს, რომ „იბერიაზე“ გადავდივარ. უბრალოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

– როდის დასრულდება მოლაპარაკებები?
– ასე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს.

– გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შეხვდით არხის თანამშრომლებს და ახალ ტელეკომპანიაში საკუთარი გუნდით გადახვალთ?

– მე საკუთარი გუნდი არ მყავს. ეს ინფორმაცია მართალი არ არის.

ინფორმაცია აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ, “რუსთავი 2”-ის დატოვების შესახებ, ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა. ამის მიზეზად, ფინანსური პრობლემები სახელდებოდა. ითქვა, რომ აკაკი გოგიჩაიშვილი “იმედზე” აპირებდა გადასვლას, თუმცა, ეს ამბავი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა “ბიზნესკურიერი” “რუსთავი 2”-ზე რამდენიმე თვის წინ დაიხურა და ის “პ.ს”-თვის ამზადებდა სიუჟეტებს.

loading…

პოპულარული

„კინაღამ ჩავიფსი...“ - ირინა კავსაძის და ოთო ფოლადაშვილის ტანგომ ჟიური შოკში ჩააგდო (ვიდეო)
„ნახვამდის... არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე“ - ლალი მოროშკინამ, პროტესტის ნიშნად, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
ნატა ფერაძემ ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილს "გადაუარა" (ვიდეო)
დაწერე კომენტარი