რა იყო 2016 წელს ტრენდული google.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით

2016 წელს Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე აქტუალური ათეული, წლის ბოლოს, თავად Google-მა გამოაქვეყნა. გაგაცნობთ, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ სამ ადგილზე გასულთა მონაცემებს დროისა და რეგიონების მიხედვით:

cyc

პირველ ადგილზე Pokémon Go მოხვდა. ეს არის თამაში, რომელიც ამავე წელს შეიქმნა და მალევე  გახდა პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში. მისი აპლიკაცია iOS და Android სისტემებისთვისაა.

 

 

როგორც ვხედავთ, ყველაზე პოპულარული ის ნორვეგიაში ყოფილა, ხოლო მისით დაინტერესება პიკს ივნისში აღწევდა.

Google-მა მეორე ადგილი iPhone 7-ს მიაკუთვნა. მის ოფიციალურ გამოსვლაზე ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში ლაპარაკობდნენ, ამიტომ გახდა ის საზოგადოების ინტერესის საგანი.

 

ახალ ტექნოლოგიას ყველაზე დიდი ინტერესი აგვისტოს თვესა და სინგაპურში დაუმსახურებია.

მესამე ადგილი კი წილად დონალდ ტრამპს ხვდა. 2016 წელს იგი ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდა და ბუნებრივიცაა, რომ მსოფლიოს ყურადღება ამ ადამიანმა მიიპყრო.

 

ტრამპის მიმართ ინტერესი რომ წლის ბოლოს, არჩევნების მოახლებასთან ერთად, ამავე დროს კი ამერიკაში იმატებს, არც არის გასაკვირი, ის ხომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

Google-მა ათეულები ასევე გამოავლინა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით:



გლობალური ახალი ამბების პირველი სამი ადგილი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. არჩევნები შეერთებულ შტატებში;
  2. ოლიმპიადა;
  3. „ბრექსიტი“.

ცნობილ ადამიანთა სამეული:

  1. დონალდ ტრამპი;
  2. ჰილარი კლინტონი;
  3. მაიკლ ფელპსი.

ტექნოლოგიური პროდუქტების სამეული:

  1. “iPhone 7”;
  2. “Freedom 251”;
  3. “iPhone SE”.

საერთაშორისო სპორტული პროგრამების სამეული:

  1. რიოს ოლიმპიადა;
  2. მსოფლიო თასი;
  3. “Tour de France”-ი.

ცნობილ გარდაცვლილთა სამეული:

  1. Prince-ი;
  2. David Bowie-ი;
  3. Christina Grimmie-ი.

წლის ფილმების სამეული:

  1. „Deadpool”-ი;
  2. „თვითმკვლელთა რაზმი“;
  3. „გადარჩენილი“.

ტელე შოუების სამეული:

  1. „უცნაური ამბები“;
  2. „ველური დასავლეთის სამყარო“;
  3. “Luke Cage”.

წლის მუსიკოსთა სამეული:

  1. „Céline Dion“-ი;
  2. „Kesha”;
  3. “Michael Bublé”-ი.

 

ავტორი: თამარ სირბილაძე

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი