რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ანი გაბეჩავას მეგობარმა – რატომ დაბრუნდა დაპირისპირების ადგილას დიჯეი 

giorgi

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ერთ-ერთი მოწმის, ბარბარე ურიდიას დაკითხვის ოქმი, სადაც ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მცხეთის აგარაკზე, მისი მეგობრის ანი გაბეჩავას დაბადების დღის აღსანიშავ წვეულებაზე.

ურიდიას ჩვენებით ირკვევა, რომ მცხეთის გზაზე ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად თბილისიდან უკან, მცხეთაში გაბრუნდა კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი), რომელმაც მანამდე ფიზიკურ დაპირისპირებას გაქცევით დააღწია თავი.

ვის ეკუთვნოდა ავტომობილი, რომლითაც კონსტანტინე ღიბრაძე უკან – მცხეთაში გაბრუნდა? ჩვენებაში ბარბარე ურიდია წერს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის უცნობია, ისევე როგორ არ იცის, ვინ იმყოფებოდნენ აღნიშნულ ავტომობილში „დიჯეისთან“ ერთად.

წყარო: primetime.ge

დაწერე კომენტარი