რა თქვა ეროსი კიწმარიშვილმა გარდაცვალებამდე? – “ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს”

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

”როცა „რუსთავი 2″-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს”.

ეროსი კიწმარიშვილი ამ სიტყვების წარმოთქმიდან სულ ცოტა ხანში დაასრულებს სიცოცხლეს.
… მოკვდება საკუთარი სახლის გარაჟში, საკუთარ მანქანაში, ჩართული ფარებით, ჩართული კონდენციონერით და გადაჭერილი ღვედით და, რა თქმა უნდა, კედლისკენ მიტრიალებული კამერა ვერ გადაიღებს ვერაფერს, ვერ აღბეჭდავს ვერც ამ საბედისწერო გასროლას და ვერცმსროლელის სახეს.

გაქრა კაცის სიცოცხლე და თითქოს არც ყოფილა: არც კაცი, არც მისი სიტყვები სიკვდილამდე ორიოდე კვირით ადრე და არც ტყვიის გასროლა, რომელმაც რუსთავი 2 პირველი მფლობელის სიცოცხლე დაამთავრა.

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი