რა დიდ საიდუმლოს უმალავენ კაცობრიობას – აღმოჩენილია თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარეთ

წყალქვეშა ჰიდროთერმული ღრმულები, ადგილები სადაც მეცნიერები თვლიან, რომ სიცოცხლისათვის ოპტიმალური პირობებია, მათი აზრით, ღრმა ჰიდროთერმული ღრმულები არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ იუპიტერსა და სატურნზეცაა, რაც ვარაუდია იმისა, რომ ამ პლანეტებზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Independent” აქვეყნებს.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „რეზონანსთან” ამბობს,რომ სავარაუდოა სიცოცხლე არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მის სიღრმეებშიც არსებობს.

„ამაზე თავის დროზე ბევრი იყო საუბარი, ახალი არაფერია, საუბრები ყოველთვის იყო, რომ სიცოცხლე ყველგანაა, უამრავ ფაქტს შორის იყო ერთ-ერთი ცნობილი მეშახტე, რომელიც ხუთი წლის დაკარგვის შემდგომ გამოცხადდა იტალიაში და მან მოყვა თუ როგორ იცხოვრა აფეთქების შემდგომ მიწის სიღრმეში უცნაურ ხალხთან ერთად. მოყვა, თუ მიწის სიღრმეში როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ და ა.შ. და არა მარტო ეს, უამრავი ასეთი ფაქტი იყო.

„ამიტომ, ჩვენ მივფრინავთ კოსმოსში, მაგრამ რეალურად ჩვენს ფეხქვეშ რა ხდება, ეს არ ვიცით, აქაც,რომ რაღაცა ხდება ეს უდაოა, თუმცა, რეალურად ზუსტად მაინც არცერთმა მეცნიერმა არ იცის, აქაც ვარაუდების დონეა.

„ჩვენს გარდა სიხცოცხლის უამრავი თეორიაა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, ამის უამრავი მაგალითია, ამაზე საუბარი რამდენიმე საუკუნეა მიდის, სვეტიცხოველის სამხრეთ კედელზე ერთ-ერთ ფრესკაზე უცხოპლანეტელების გემის გამოსახულებაა, ადამიანებმა ოდითგანვე იცოდნენ,რომ ასეთი რამ არსებობს, უბრალოდ მეცნიერება ამას არ იღებს და მსოფლიო მასშტაბით მაინცდამაინც მთავრობები ყოველივე ამას ხელს არ იწყობენ, ამიტომაც ეს საკმაოდ დაფარული თემა და დაფარული ინფორმაციაა.

„ერთ-ერთი ვერსია არსებობს, რომ, მაგალითად ეგვიპტის პირამიდების ქვეშ მთელი ქალაქია,მის ქვეშ სიცოცხლეა, ოღონდ ამისთვის საჭიროა ჩვენი გონების მეოთხე განზომილებაში გაასვლა, რომ ეს დავინახოთ. ასეთი ვერსიები არსებობს, მაგრამ, რომ ვთქვათ, რომ რეალურად რაღაცა დამტკიცებულია და წყალი არ გაუვა, ასეთი რამ ჯერ არაა, ჯერ მხოლოდ ამის ვარაუდები არსებობს”- აცხადებს იგი.

ცაგარელი ამბობს, რომ უცხოპლანეტელების არსებობის თემას მსოფლიო მასშტაბით მთავრობები ასაიდუმლოებენ, რადგან მათ არ სურთ, რომ იმ პრინციპებით და თეორიებით, რომლებითაც დღეს ადამიანები არსებობენ, დაირღვეს.

„მაგალითად, უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით ყველა მთავრობა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაც, ამ თემას მაქსიმალურად ასაიდუმლოებს, საზოგადოება მაინც მატერიალისტურ პრინციპებზე იზრდება და ეტყობა მთავრობებს არ უნდათ, რომ ის პრინციპები და თეორიები, რომლებიც არსებობს, დაირღვეს, რითიც ადამიანი მატერიალურ სამყაროში სულდგმულობს.

„უცხო პლანეტელებისა და სხვადასხვა სიცოცხლეების შემოსვლა, ჩვენს ყველა თეორიას,რომლითაც ახლა ვსულდგმულობთ რადიკალურად შეცვლის და გააცამტვერებს, ვერ გეტყვით გასაიდუმლოების კონკრეტულ მიზეზ ესაა, თუ სხვა რამ, თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ამას ხელს უშლიან

„ერთ-ერთი, რაც ცოცხალ არსებას ესაჭიროება, წყალია, პლანეტაზე წყალი უნდა იყოს, ასევე, შესაბამისი ჟანგბადის რაოდენობა, ალბათ იმ პლანეტებზე,რომლებზეც მეცნიერები სიცოცხლის შეთავსებას ვარაუდობენ, ეს მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე სხვა პლანეტებზე, ესაა ისევ და ისევ ვარაუდის საფუძველი და არა მტკიცების, ვარაუდი, რომ იმ პირობებში და ამ ჟანგბადის რაოდენობისას შესაძლებელია,რომ ცოცხალმა არსებამ იცოცხლოს”-განაცხადა ცაგარელმა.

მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით თუ პირველად სად შეიქმნა სიცოცხლე, მათი კვლევები აჩვენებს, რომ სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე არ წარმოიშვა.

მეცნიერთა აზრით, ქვები, მარილით გაჯერებული ზღვის წყალი და ცხელი ტუტე ნაკადები, გაჯერებული წყალბადის ბუშტულებით. წყალქვეშა ჰიდროთერმული წყაროები – სახელგანთქმული „შავი მწეველები” – დედამიწაზე პირველი სიცოცხლის გაჩენის ადგილებად ითვლება.

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი