რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია

ხატია

ხატია შამუგია „ფორტუნა პლუსში“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთი სახალისო ამბავი გაიხსენა, რომელიც მას და მის მამამთილს, მეუღლის, აჩიკო მინდაძის მამას გადახდათ.

ხატია შამუგია:

ცოლ-ქმარის სტატუსით მე და აჩიკო მეორედ შევხვდით ერთმანეთს. წინა წლის 31 დეკემბერს შუადღეს მოვაწერეთ ხელი. ოჯახურ ფუსფუსში, სადაც მე ვიყავი დიასახლისი და არსად მეჩქარებოდა, პირველად შევხვდით ახალ წელს. ძალიან სახალისო იყო. აჩიკომ არ იცოდა ჩემი ცრურწმენები, უფრო სწორად, დავარქვათ ტრადიციები. ძალიან მაინტერესებს მეცნიერება, რომელსაც ჰქვია ასტროლოგია. თავიდანვე ვიღებ რეკომენდაციებს, დეკემბრის დასაწყისში უკვე ვურეკავ მიხეილ ცაგარელს და ვეკითხები, რა ფერის კაბა უნდა ჩავიცვა, როგორი საყურე უნდა მეკეთოს, რომელი ბეჭედი, თმა როგორ უნდა მქონდეს. წელსაც შევათანხმე ფერები. გავიგე სანთლის ფერები, რამდენი სანთელი უნდა მქონოდა სუფრაზე და ა.შ. სახლში განვაცხადე, რომ 12 საათზე გარეთ უნდა გავიდე, რადგან მეკვლე ვარ-მეთქი. 1-ის ხუთ წუთზე უნდა შემოვსულიყავი. ვიცოდი, რომ ციფრი ხუთიანი იყო იღბლიანი, მანამდე ხუთი სანთელი ავანთე. ნიკუშა ეუბნებოდა აჩიკოს, გაანებე თავიო. შიგნიდან მეძახდნენ, შემოხვალო?..

მაგიდაზე მედო ბრინჯი და დღემდე მიდევს, სხვათა შორის… ყველაზე მაგარი იყო ის, რომ პირველ იანვარს აჩიკოს დედ-მამა და ძმა მესტუმრნენ. აჩიკოს მამა ეკითხება ჩემს დედამთილს, თეფშზე რატომ დევს ბრინჯი და ხუთი ცალი ლარიანი, რაიმე შესაწირიაო? აჩიკომ აუხსნა, რატომაც იდო სუფრაზე ეს ყველაფერი (იცინის).

წყარო: ფორტუნა

დაწერე კომენტარი