რა გჭირს ასეთი შენთვის უცხო ადამიანს, საძაგლობები დაუწერო?- ხოფერია ასათიანის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

მაია ასათიანი-ეკა ხოფერია

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში მაია ასათიანის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“არც დილის ტრადიციული ჩაის და არც კაპუჩინოს პოსტია. სხვა ამბავზე მინდა დავწერო

გუშინ ერთ მაღაზიაში ვიყიდე ნივთი, საჩუქრად. მოცულობით დიდი იყო და ჩემი ახლობლის შვილისთვის მინდოდა, ვთხოვე, ყუთში რომ ჩავდოთ, რა ვიცი, შევფუთოთ-მეთქი… საჩუქრად მინდა ერთი საყვარელი პატარა გოგოსთვის. არ გვაქვს ყუთიო, ეგ როგორ-მეთქი, მოკლედ არ გვაქვსო. მომიწია ასე პირდაპირ წაღება. მეწყინა და გავბრაზდი კიდეც, ერთი მომენტი გავიფიქრე, დავწერ ფეისბუქზე მაღაზიის სახელსაც და სერვისზეც ერთ ორ სიტყვას… მერე წარმოვიდგინე, რომ ისევ იმ გოგოებს ” მოხვდებათ”, ვინც იქ მუშაობენ, შეიძლება დამქირავებელმა გაბრაზებულმა მათზე იყაროს ჯავრი და სამსახურიდანაც გაუშვას… არ დავწერე, ცხადია. ან რატომაა ცხადი, შეიძლება არცაა სწორი… მაგრამ მე ასე გადავწყვიტე

რატომ გიყვებით ამ ამბავს ძილის წინ. მაია ასათიანის სტატუსებს ვაწყდებოდი დღეს დროის რაღაც მონაკვეთებში. გაზიარებული ჰქონდა მის ” მოკრიტიკეთა” და ” ჭკუისმსწავლელთა” ნაწერები, დამაინტერესა, შევედი ამ გოგონების თუ ქალბატონების გვერდებზე. შევდივარ, ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები, ისეთივე ადამიანები, როგორებიც ჩვენ ვართ, ჰყავთ მეგობრები, ალბათ ოჯახის წევრები, გაღიმებულები იღებენ ფოტოებს, დებენ, ვიღაც უწონებს, ვიღაც გულებს უწერს… ვუყურებ და ვფიქრობ, აი რა გრჯის ან რა გჭირს ასეთი სხვას , შენთვის უცხო ადამიანს, საძაგლობები დაუწერო? რატომ გიჩნდება ეს სურვილი? რა გრძნობა გეუფლება ამ შენი სისაძაგლის ქვეშ მერე ამყოლი საშინელებები რომ იწერება?

არ ვიცი, ვერასდროს ვიპოვი პასუხს ამ კითხვაზე ალბათ. ვერასდროს მივხვდები, რა სიამოვნებას უნდა იღებდე ასე ადგე და უბრალოდ ადამიანს გული ატკინო და წერო და წერო მასზე

და ეს სტატუსი არ ეხება მხოლოდ მაიას თემას, ზოგადად , ფეისბუქი ხშირად სრულიად დაუცველს ხდის ადამიანს სხვა ადამიანების აგრესიისგან , სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ასეა

მე ვირჩევ სიკეთეს და მხოლოდ კეთილ ადამიანებს, თქვენთვისაც, მათ შორის”

loading…
გააკეთე კომენტარი!