რა ბედი ელის ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას: გახარია გაყიდვის სამზადისს ადასტურებს, ოპოზიცია – აკრიტიკებს

პარლამენტიიი

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ქუთაისში გაიყიდება პარლამენტის ყოფილი შენობა. მისი თქმით, ამ შენობამ ახალი დატვირთვა უნდა შეიძინოს, ხოლო ქუთაისი უნდა იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად, რომლის მომავალი “ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პარლამენტია”. პრემიერი ამბობს, რომ შენობის გაყიდვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაკავდება.
ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ.

ხელისუფლების მზაობას, გაყიდოს პარლამენტის შენობა ქუთაისში, ოპოზიცია მწვბავედ აკრიტიკებს. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამაზე ფიქრს თავი უნდა გაანებოს და აცხადებს, რომ შენობის გაყიდვის უფლებას ხელისუფლებას ხალხი არ მისცემს:
მისი თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვის იდეა იმას ნიშნავს, რომ თბილისში არსებულ სტრუქტურებს ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე ტიპის სერიოზული სტრუქტურა თბილისს გარეთაც შესაძლოა არსებობდეს. ბობოხიძის აზრით, ამგვარი მიდგომა საბჭოთა სტერეოტიპების აზროვნების შედეგია, რომელიც ქვეყანას დაღუპავს.
„არ ვიცი გაიყიდება, თუ არა ეს შენობა, მაგრამ არ უნდა გაიყოდოს! საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თავი დაანებოს ამაზე ფიქრს და არჩევნების შემდეგ ეს გადაწყვიტოს იმ მთავრობამ, რომელიც „ქართული ოცნების“ შემდეგ საქართველოს ეყოლება“, – განაცხადა ბობოხიძემ “ინტერპრესთან” საუბარში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.
პარლამენტის შენობა ქუთაისში 2010-2012 წლებში აიგო და ამისთვის ბიუჯეტიდან 340 მილიონი ლარი დაიხარჯა.

loading...

პოპულარული

"აღელვება" თუ არაკომპეტენტურობა: რა განსხვავებაა სწრაფსა და დაჩქარებულ ტესტებს შორის და რომელს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაკეტილ რეგიონებში
5 ახალი ინფიცირებული რამდენიმე საათში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
''ოთხი შვილი შოშიებივით შემომყურებენ როდის მივუტუან საჭმელს..მიწა მოგვაყარეს, ცოცხლად დაგვმარხეს'' -COVID-19 -ის გამო სოციალურად დაუცველებს, მთვრობამ ყოველთვიური შემოსავალი შეუწყვიტა
''ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა'' - მარინა ეზუგბაია
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
სამხრეთ კორეა კორონავირუსს ამარცხებს- საავადმყოფოებში მოთავსებულ დაავადებულ პაციენტთა რიცხვს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაასწრო
სასტიკი მკვლელობა გურჯაანში - მამამ 3 თვის შვილი მოკლა
მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში მოათავსეს
დაწერე კომენტარი