რაჭაში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა- დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ სადმელში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ ღობეს შემდეგ კი ეზოში მდგარ ხეს შეეჯახა.

20 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა. შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს.

ფოტოს ფეისბუკგვერდი “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” ავრცელებს.

loading…

პოპულარული

ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
"მთელი ბავშვობა სიცრუეში გვაცხოვრეს"- "ქუჩის ბიჭების" და ნინი ქარსელაძის შესრულებულმა სიმღერამ უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)
საგანგებო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი ქალის პოვნის კადრებს ავრცელებს
„თეა წულუკიანი! შეაჩერეთ ეს ქალი!.. როგორ ბედავს?!“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი