“რაც ვთქვი და რა წამსაც წინადადება დავასრულე, იქვე ვინანე…”

„რაც ვთქვი და ვთქვი თუ არა, რა წამსაც წინადადება დავასრულე, იქვე ვინანე“ – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ალიასთან ინტერვიუში განაცხადა. ზაზა სარალიძის თქმით შემდეგი ფრაზა, „მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა“ დაუფიქრებლად თქვა.

„მერე იყო, „ქართული ოცნების“ ოფისი. სიმართლეს გაუმარჯოს, მე ისიც არ ვიცოდი, იქ რომ ოფისი იყო, მე მეგონა ამომრჩევლებს ხვდებოდნენ და მაგიტომ წავედი, ხალხთან სასაუბროდ მივდიოდი მეგონა. მერე იქ როგორ ცუდად განვითარდა მოვლენები, კი ნახეთ.

ამასობაში, მითხრეს, რაც უთქვამს ჩემზე კალაძეს და ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვთქვი თუ არა, რა წამსაც წინადადება დავასრულე, იქვე ვინანე. შეიძლება, თავად კალაძეს ეკუთვნოდა, ის რაც ვთქვი, მაგრამ არ ეკუთვნოდა იმ დაღუპულ ბიჭს და ოჯახს, რომელმაც ჩემსავით დაკარგა შვილი. მაგრამ, კალაძემაც ხომ იცის, რა არის ოჯახის წვერის დაკარგვა? ზუსტად ვიცი, იცის“ – განაცხადა სარალიძემ.

პოპულარული

15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
"პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას" - სააკაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი