ის, რაც გადარჩა ნოტრ-დამიდან და რა უხაროდათ ემიგრანტებს?

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. ნოტრ-დამში  ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. შედეგად ჩამოინგრა სამრეკლო, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეზლეს. გადარცენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა. ასევე საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი.

Пожар в соборе Парижской Богоматери

ცეცხლს რამდენიმე სათის განმავლობაში აქრობდნენ, მისი ჩაქრობა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა. ოპერაციაში 400 მეხანძრე მონაწილეობდა, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა.

Пожар в соборе Парижской Богоматери

ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია. ტაძრის ნაწილი ხის მასალით იყო გადახურული. შესაძლოა, ცეცხლი სარესტავრაციო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია.

Пожар в соборе Парижской Богоматери

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ტაძარში მივიდა. მან მადლობა გადაუხად მეხანძრეებს და განაცხადა, რომ პარიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა სრულად აღდგება.

საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ფონდმა ტაძრის აღდგენისთვის სახსრების შეგროვება დაიწყო.

ასევე გავრცელდა ფოტოები, რომელიც არაერთგვაროვნად იქნა სეფასებული. ფოტოებზე აღბეჭდილია ემიგრანტების ბედნიერი სახეები.

წყარო:პროგრესნიუსი










პოპულარული

"დღეს, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდის დროს - რეკომენდაციები
სროლა და ყაჩაღობა ვარკეთილში - ბანკის დაყაჩაღების კადრები (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი