რაულ ხაჯიმბა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლას იწყებს – ვინ დგას აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტების სათავეში

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი რაულ ხა­ჯიმ­ბა “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის” წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბას გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზუ­რი მე­დია “პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის” სა­იტ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ხა­ჯიმ­ბა გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სის­ხლის სა­მარ­თლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭონ იმ ადა­მი­ან­თა საქ­მეს, ვინც “ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში” გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს. “კა­ნონპ­რო­ექ­ტი” უკვე მზად არის და ის გან­სა­ხილ­ვე­ლად “პარ­ლა­მენტს” უნდა წა­რედ­გი­ნოს.

ამას­თან, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭე­ბა ე.წ. ქურ­დულ ობ­ში­ა­კებ­საც, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში უკვე წლე­ბია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერთი ნა­წი­ლი ამ­ბობს, რა­ღაც დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და ტუ­რიზ­მი სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ამ სფე­რო­ებს სწო­რედ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი “კრი­შა­ვენ”.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სწო­რედ ამ “კა­ნონპ­რო­ექ­ტის” გან­ხილ­ვი­სას გა­მოჩ­ნდე­ბა, დე­პუ­ტა­ტე­ბი რამ­დე­ნად არი­ან შეკ­რულ­ნი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან.

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლო­ბას არ თმობს “კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი”, გუ­და­უ­თის დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი, რაულ ბარცბა, იგი­ვე “პიზა”, რო­მელ­მაც არც ისე დიდი ხნის წინ, გა­ლის რა­ი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა­ზეც გა­მოთ­ქვა პრე­ტენ­ზია.

გა­სულ წელს, აფხა­ზუ­რი მე­დია და ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ გალ­ში გუ­და­უ­თე­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის” ჩას­ვლას, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რად იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და გა­ლის რა­ი­ო­ნის “ობ­ში­ა­კის” გა­და­ცე­მას ითხოვ­დნენ. მა­ნამ­დე გა­ლის რა­ი­ო­ნი ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის “ჩირო გალ­სკის” ნა­თე­სა­ვის, გია შო­ნი­ას გავ­ლე­ნის ზონა იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, შო­ნია დათ­მო­ბას არ აპი­რებ­და, თუმ­ცა, რუ­სე­თი­დან “ჩირო გალ­სკის” ინ­სტრუქ­ცია მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც პო­ზი­ცი­ე­ბი დათ­მო.

საქ­მე­ში მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, მურ­მან ლე­მონ­ჯა­ვა და “მა­ყუ­რე­ბე­ლი” კახა ფარ­ფა­ლი­აც ჩა­ერ­თვნენ, რომ­ლებ­მაც შო­ნი­ას ასე­ვე დათ­მო­ბა ურ­ჩი­ეს.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ეს ბარცბას­თვის კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბაა, თა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი, რად­გან მას პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ ფარ­თო სა­ნაც­ნო­ბო ჰყავს. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი გა­ლის რა­ი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი “ბო­ნუ­სია”.

უფრო ადრე, რაულ ბარცბას დაჯ­გუ­ფე­ბას დიდი შე­ტა­კე­ბა ჰქონ­და ასე­ვე ქარ­თველ კრი­მი­ნალ­თან “ნიკა გაგ­რინ­სკის­თან”. “პი­ზას” კავ­კა­სი­ის კლან­ში საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტილ პერ­სო­ნად მი­იჩ­ნე­ვენ, მისი ხის­ტი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო, რაც არა­ერ­თი კრი­მი­ნა­ლის მტრად გა­და­კი­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაც გახ­და, მათ შო­რი­საა ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, იგი­ვე “გული”, რომ­ლის კლან­ში მო­ი­აზ­რე­ბა “ნიკა გაგ­რინ­სკიც”, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი “გარ­ჩე­ვი­სას” დაჭ­რეს. შე­სა­ბა­მი­სად, ბარცბა საკ­მაო წნე­ხის ქვეშ არის, რად­გან აფხაზ კრი­მი­ნალს “გუ­ლიმ” შე­უთ­ვა­ლა, რომ ეს მას არ შერ­ჩე­ბო­და. არც ისე დიდი ხნის წინ, ბარცბას მან­ქა­ნას ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს, თუმ­ცა, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ამის შემ­დეგ მან უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა.

რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ამ­გვა­რი გავ­ლე­ნე­ბი წლე­ბია ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია. მათი თქმით, ისი­ნი იქ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე უკე­თე­სად ცხოვ­რო­ბენ და მა­შინ, რო­დე­საც “მი­ლი­ცი­ას” გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის მან­ქა­ნა არ ჰყავს, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ათას დო­ლა­რი­ა­ნი ჯი­პე­ბით მოძ­რა­ო­ბენ. ამი­ტო­მაც მო­სახ­ლე­ო­ბას არ სჯე­რა, რომ “გა­სა­ცო­და­ვე­ბულ და ჩა­უც­მელ მი­ლი­ცი­ას და პრო­კუ­რა­ტუ­რას მათი ალაგმვა შე­უძ­ლია”.

“მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სწო­რედ “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი” უმაგ­რე­ბენ ზურგს და მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით ფლო­ბენ 500 ათას დო­ლა­რი­ან ქო­ნე­ბას და რო­გორ ფიქ­რობთ, სა­კუ­თარ თავს შე­უქ­მნი­ან პრობ­ლე­მას? ან რით და­უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ქურ­დია? ის სა­სა­მარ­თლო­ზე არ აღი­ა­რებს ამას და რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ? ხომ არ ჯო­ბია ჯერ მექ­რთა­მე ჩი­ნოვ­ნი­კებს მი­ხე­დონ”, – წერს ად­გილბ­რი­ვი ზა­ხა­რი.

“თუ სწო­რად მახ­სოვს, ჩვენს მე­ზობ­ლებს ამ საქ­მეს­თან ბრძო­ლის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. მა­თაც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად აღი­ა­რეს “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დობ­თან” კავ­ში­რი და შე­დეგ­საც მი­აღ­წი­ეს. ჩვენ რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი გვაქვს ამის­თვის? ამ და­პი­რე­ბებ­ში კი გა­ვი­და ცხოვ­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა ჩა­ი­კარ­გა ამ კრი­მი­ნალ­სა და ნარ­კო­მა­ნი­ა­ში”, – ამ­ბობს “ან­ტო­შა ჩე­ხონ­ტე”.

“კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი უკეთ მუ­შა­ო­ბენ, ვიდ­რე ისი­ნი, ვინც მათ და­პა­ტიმ­რე­ბას უპი­რებს. “ობ­ში­ა­კის” ფუ­ლის მო­პარ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია. მათ თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნე­ბი აქვთ. ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი არა­ვი­თა­რი კა­ნო­ნი არ აქვს, ყვე­ლა ისე იპა­რავს, რო­გორც სურს”, – წერს ნი­კი­ტა ბურ­და­ნო­ვი.

ambebi.ge

პოპულარული

სკანდალი: სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა
საკუთარი ძმის ქორწილში, ნინი ქარსელაძემ ყველა დაჩრდილა - რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი (ფოტოები)
17 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში მამა 14 წლის შვილს ჯაჭვით აბამდა და ძალადობდა - საზარელი შემთხვევის ამსახველი ფოტო
დაწერე კომენტარი