რატომ ხდება, რომ ზოგი ადამიანი ბევრს ჭამს, მაგრამ არ იმატებს?

სიგამხდრე

ალბათ ყველას ჰყავს მოხდენილი მეგობარი, რომელიც ნებისმიერ სასურველ კერძს მიირთმევს და ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. ზოგი კი ხშირად იმას წუწუნებს, რომ ბევრს ჭამს, მაგრამ ვერაფრით იმატებს. ბევრისთვის, ეს გაოცების საგანია.

ამ საკითხით ქემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები დაინტერესდნენ და კვლევა ჩაატარეს.

კვლევაში მონაწილეობა 14 000-მა ადამიანმა მიიღო. მეცნიერებმა მათი „დნმ“ აიღეს და გამოიკვლიეს.

კვლევამ აჩვენა, რომ სიგამხდრე ზოგისთვის გენეტიკურია. მეცნიერებმა გამხდარ და ჯანმრთელ ადამიანებში აღმოაჩინეს ისეთი გენები, რომლებიც მათ მეტაბოლიზმს ბუნებრივად აჩქარებს და ასეთი ადამიანების სხეულში ცხიმის წვაც ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

ასეთი გენები გამოკვლეული 14 000 ადამიანიდან 1600-ში აღმოაჩინეს. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ამ ადამიანების ორი მესამედი, აღნიშნული გენების გამო, საკვებით ნაკლებად დაინტერესებულია. თუმცა კვლევაში მონაწილე ადამიანების 40%-ს უყვარს გემრიელად მირთმევა, მაგრამ მაინც არ იმატებენ.

ასეთი განსხვავების გამო, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არსებობს გენი, რომელიც უშუალოდ საკვებისადმი ადამიანის ინტერესზეა პასუხისმგებელი. იგეგმება ცალკე კვლევა ასეთი გენების შესასწავლად.

სიგამხდრის გენებზე დაყრდნობით, შესაძლოა ახალი მედიკამენტები შექმნან, რომლებიც წონის პრობლემის მქონე ადამიანებში მეტაბოლიზმს დააჩქარებს ან საკვებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს დაუკარგავს.


primetime.ge

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი