“რატომ ცხოვრობ “პადვალში” გლდანში, როცა შეგიძლია ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო?!”

ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონებში განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რომელიც ამ დრომდე აუთვისებელია. მისი შეფასებით, ამას თავისი მიზეზები აქვს, ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კი ბიზნესმენს სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერები მოჰყავს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, რაშიც მიმართულება მათ სხვამ უნდა მისცეს.

“იცით, რომ კორონავირუსის დროს კოკა-კოლის რეალიზაცია საქართველოს რეგიონებში 25%-ით გაიზარდა? თბილისში კი შემცირდა 3%-ით. რა მოხდა? უამრავი ადამიანი წავიდა სოფელში, გაერიდა ქალაქს. აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ადამიანების პოტენციალის გამოყენების უფრო დიდი შანსია, ვიდრე ქალაქში. სტატისტიკა აჩვენებს, ჩემი მოგონილი არ არის…

რატომ მოდის ეს ხალხი აქ? შეეკითხოს ვინმეს რა…რატომ მიდიხარ თბილისში? რატომ ცხოვრობ “პადვალში” გლდანში, როცა შეგიძლია არაჩვეულებრივ ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო. მაგრამ იცი რას გეტყვიან? რა ვუყო ამ პროდუქციას? აი, ამაზე უნდა გასცეს პასუხი ვინმემ. შენ მოიყანე- მე მოვუვლი. მთელს მსფლიოშო არ ხდება ასე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ერთი პირი აწარმოებდეს და მერე ისევ ის ყიდდეს. არ შეიძლება გლეხმა მთელი დღე თოხს უბრახუნოს, საღამოს მოკრიფოს და წაიღოს ბაზარში. ნონსენსია რა”,- ამბობს ბიზნესმენი.

bm.ge

პოპულარული

"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
"ასე დაიწყო ეს ტრაგედია!!!" - როგორ მოხვდა შაქარაშვილი საგურამოში, დაბადების დღეზე
გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში
ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად დავით შენგელიას შვილი დააკავეს
დაწერე კომენტარი