რატომ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი პუტინის გულის მოგებას?

“სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვისას აკეთებს უკიდურესად არაპოპულარულ, რომ არ ვთქვათ – მოღალატურ განცხადებას, სადაც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, შეუძლებელია ქალბატონმა სალომემ არ იცოდეს რომ ეს განცხადება მას ნეგატივისა და ხმების დაკარგვის გარდა არაფერს მოუტანს, პოზიტივზე და დივიდენდებზე ლაპარაკიც აღარ არის. მაგრამ მაინც აკეთებს! ქალბატონი სალომე სულელი ნამდვილად არ არის. ქართულ პოლიტიკაშიც დიდი ხანია და საერთაშორისო პოლიტიკურ სამზარეულოსაც შესანიშნავად იცნობს, და კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებები.

ესე იგი, გვაქვს ასეთი მოცემულობა: პრეზიდენტოის კანდიდატმა ზურაბიშვილმა იცის, რომ შიდაპოლიტიკურად დამაზიანებელ, წამგებიან განცხადებას აკეთებს, რომელიც ამაცე დროს არ შეესაბამება სინამდვილეს. ანუ, ჭეშმარიტების სიყვარულზე აპელირებაც არ გამოვა. ამავდროულად, ამას სჩადის პირდაპირ საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში, რითაც თავის მოწინააღ,დეგეებსა და მტრებს უტყუარ კოზირს აძლევს ხელში!

საოცრება! რატომ, ვისთვის, რისთვის, ვის აწყობს ქალბატონი სალომეს ასეთი ნაბიჯები? არსებობს მხოლოდ ერთი ძალა დედამიწის ზურგზე, ვისაც აწყობს ეს ყველაფერი და ესაა ვლადიმერ პუტინი; რომელიც დღეს სასწრაფოდ გაოეხმაურა ამ ყველაფერს.

ესე იგი, ქალბატონი სალომესთვის პუტინის და რუსული მხარის გულის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართული საზოგადოების ხმები? ასე გამოდის. და კიდევ, გამოდის, რომ ქა
ბატონმა სალომემ იცის: საქართელოში არჩევნებში გამარჯვებისათვის პრაგმატულად რუსეთის კეთილგანწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართული საზოგადოების სიმპატიები.
ლოღიკურად ასეა. ფერშტეიენ”?-წერს ცოტნე გამსახურდია.

loading…

პოპულარული

რა განსხვავებაა ქალის და კაცის „გულაობას“ შორის - ნინი ბადურაშვილი „პრაიმშოუს“ სტუმარს დაუპირისპირდა (ვიდეო)
"პატარა მაქსიმემ მეზობელი შეაწუხა და საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს, ჭკუა უნდა ასწავლონ"
"არ შეიძლება, ჩემი ცოლისთვის ამხელა თაიგულის ჩუქება"- პრინცი ჰარი მეგანის თაყვანისმცემელს "გაუბრაზდა" (ფოტო, ვიდეო)
სამი მილიონი შვილის გამოსასყიდად - ვინ არის თბილისში, ვაკიდან გატაცებული 25 წლის ბიჭი
დაწერე კომენტარი