რატომ შემოუშვეს ქვეყანაში პირი, რომელმაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა?

გროზნოს მერის ვიზიტი საქართველოში – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს შინაგან საქმეთა მინისტრი.

შავი ჩაი ასკილით

ვინ არის მუსლიმ ხურჩიევი და რა სამხედრო დანაშაულებები აქვს მას ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს – ამის შესახებ აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია საუბრობს.

მისი განცხადებით, გროზნოს მერი 2008 წელსაც იყი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, კერძოდ იყო გროზნოს მერიის ადმინისტრაციის უფროსი, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო აგრესია. 9 აგვისტოს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით ბრძოლაში ჩეჩნური ბატალიონი „ვოსტოკი“ ჩაერთო, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და სწორედ მის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა გროზნოს ამჟამინდელი მერი. დავითაიას თქმით, მას ინფორმაცია ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე სპეცსამსახურის თანამშრომებმა მიაწოდეს.

„ძალიან გაკვირებული ვარ თუ როგორ მუშაობს ქართული სპეცსამსახურები და როგორ მუშაობს ქართული სამართალდამცავი სტრუქტურა, მაშინ, როცა ქვეყნის მტერს უშვებს საქართველოს ტერიტორიაზე. გავიხსენებ იმ მოვლენებს, რომელიც იყო 2008 წელს, მე როგორც კომისიის თავმჯდომარეს მქონდა ოპერატიული ინფორმაციები სამართალდამცავი სისტემიდან და სპეცსამსახურებისგან. ერთ-ერთი ინფორმაციის საფუძველზე, ჩემთვის ცნობილი იყო მაშინ, რომ პუტინი ჩავიდა ჩრდილოეთ ოსეთში და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შემოსულიყო ჩეჩნეთის რაზმი, ე.წ. ბატალიონი ვოსტოკი, რომელიც ემორჩილებოდა პირადად კადიროვს, ხუჩიევი უზრუნველყოფდა მის ე.წ. ლოჯისტიკას. ჩვენ, ფაქტობრივად, დღეს მივიღეთ მისი ჩამოსვლით ადამიანი, რომელმაც განახორციელა ფინანსური უზრუნველყოფა გორზე და ცხინვალზე შეტევის“, – აცხადებს დავითაია.

იტვირთება…

პოპულარული

"არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გტკივა..." - მამა პეტრეს ღია წერილი გიორგი გაბუნიას
„რუსთავი 2-ის თოთოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება“ - ნიკა გვარამია
"გაბუნიას ერთ დროს ბერობა უნდოდა, რამდენია ასე წამოსული ეკლესიიდან... მრევლი და სამღვდელოება არანაკლებ ცუდად იქცევა"
,,ბიძა გოგონას ოთახში შევიდა და სექსით დაკავდა... " - 15 წლის გოგონას შოკისმომგვრელი ისტორია
დაწერე კომენტარი