რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები საქართველოში – ერთ კვირაში თვითმკვლელობის სამი ფაქტი

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თვითმკვლელობის სამი ფაქტი მოხდა. სამივე მათგანი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თავი სახლში ჩამოიხრჩვეს. თუმცა, ეს ამ წელს მომხდარი სუიციდის ფაქტების პირველი შემთხვევა არ არის.

არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის ან თვითმკვლელობის მცდელობის ცალკე სტატისტიკა არ არსებობს. სულ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, შსს-ს 2016 წლის სტატისტიკის თანახმად, საქმე აღძრულია 126 შემთხვევაში, 2017 წლის სტატისტიკის თანახმად კი, – 161 შემთხვევაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში არ ჩანს, თუ რამდენ შემთხვევაში აღიძრა საქმე არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. 2018 წლის სტატისტიკის თანახმად, შსს-ს 180 შემთხვევაში აქვს საქმე აღძრული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დ 3 თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 15 აგვისტოს 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ნაირა კვაჭაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი გოგონა პაპამ ნახა და ბავშვმა თავი დედის დაბადების დღეზე მოიკლა. მეორე დღეს კი პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 22 წლის მამკაცი დააკავა, რომელიც გოგონას სოციალური ქსელით აშანტაჯებდა. მას ბრალი ასევე 141-ე მუხლის 1-ი ნაწილით დაუმძიმდა.

16 აგვისტოს, ღამით 18 წლის მათე კვარაცხელიამ საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. ის ერთ-ერთ ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა. სკოლის მასწავლებლები მას საკმაოდ დადებითად და გაწონასწორებულ ბავშვად მოიხსენიებენ. მათივე თქმით, ის მორწმუნე და გამორჩეულად ჭკვიანი ახალგაზრდა იყო.

კვარაცხელიამ 16 აგვისტოს დაახლოებით 17 საათზე Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კარგი იქნებოდა, ადამიანი მართლა ისე ცხოვრობდეს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს. ის ახლობლებს და მშობლებს სთხოვს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში დიდად არ იგლოვონ, არ გამართონ ქელეხი და ოთახის შუა გულში არ დაასვენონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში 19 აგვისტოს 31 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, გარდაცვლილი სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის წლების განამავლობაში „ლიბერთი ბანკში” მუშაობდა, თუმცა ბოლოს ის სამხაურიდან წამოვიდა. ის მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. დედა კი საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება. მეზობლები გარდაცვლილ მამაკაცს მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებად მიიჩნევენ. ისინი თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად მის ფინანსურ მდგომარეობას განიხილავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფსიქოლოგი გიორგი დონაძე აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში სუიციდის მაღალი რიცხვით არ გამოირჩევა, მაგრამ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჩვენს ქვეყანას აქვს. მისი თქმით,

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ თვითმკვლელობის ხშირი შემთხვევები, 15-დან 29 წლამდე ასაკში მერყეობს. მისი აზრით, ამ ასაკში თვითმკვლელობის რიცხვი ყველაზე დიდია. თუმცა სუციდის მიზეზი შეიძლება ყველას სხვადასხვა ჰქონდეს.

„შსს-ს და საქსტატს არ აქვთ სუიციდის ეფექტური მაჩვენებლები იმიტომ, რომ არ არის ზუსტი აღრიცხვიანობა. ეს რიცხვი შეიძლება რეალურად უფრო დიდი იყოს ვიდრე ჩვენ გვგონია და ვიცით. ის რაც მედიით ხმაურდება ხომ ვიგებთ, მაგრამ რასაც ვერ ვიგებთ, ხომ ვერ ვაწარმოებთ მის სტატისტიკას.

“რეგიონები ამ კუთხით განსაკუთრებით მოწყვლადია. გამოყოფილად ისეთი რეგიონები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობითაა წარმოდგენილი. ასეთ რეგიონებში ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა და ხშირად ქალები თვითმკვლელობის მიზნით, ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ.

“ეფექტური პრევენციის მექანიზმები რამდენიმე ფაქტორს მოიცავს. აუცილებელია, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, რათა დავძლიოთ არსებული სტიგმა, მათ შორის მედიის მიერ სუიციდის შემთხვევების სათანადო პასუხისმგებლობით გაშუქება უნდა მოხდეს, რადგანაც ეს არის ეპიდემიასავით გადამდები რამ და მისი სწორი კუთხით ჩვენება უნდა ვისწავლოთ. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება დაუშვებელია.

“აუცილებელია იმ პირების იდენტიფიკაცია და მკურნალობა, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა, ქრონიკული ტკივილი, წამალდამოკიდებულება და მძიმე ემოციური დისტრესი აღენიშნებათ. ვიზრუნოთ და მხარი დავუჭიროთ იმ პირებს, რომელთაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა”, – აცხადებს ფსიქოლოგი.

ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა აცხადებს, რომ მსაგვსი თემების გაშუქება და სუიციდის ფაქტის რომანტიზება, განსაკუთრებით უარყოფითად მოზარდებზე მოქმედებს. ფსიქოლოგის თქმით, მედიამ არ უნდა დაუშვას, რომ სუიციდის მსხვერპლის ოჯახი საზოგადოების განკითხვის ობიექტად იქცეს, რადგან კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობების შემთხვევები მატულობს, როცა სუიციდის ფაქტი ფართო განსჯის საგნად იქცევა. ცირამუა ამბობს, რომ ეს არის ეპიდემიასავით გადამდები დაავადება, რომლის წახალისებაც ასევე საზოგადოების მხრიდან ხშირად ხდება.

“ყველაზე საშიში მოზარდის მორალისტური განსჯაა, შემთხვევის რომანტიზება და დრამატიზება. საკმაოდ მძიმე მოსასმენი და წასაკითხი იყო 16 წლის ოზურგეთელი გოგონას თვითმკვლელობის ისტორია. საშიშია, როცა სუიციდი მიეწოდება აუდიტორიას, როგორც “გამოსავალი” მძიმე ვითარებიდან, როგორც პროტესტი რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.

“ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ბავშვებსა და მოზარდებზე, რადგან მათთვის ეს პერიოდი ამბოხისა და პროტესტის ასაკია. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც თვითმკვლელობა “სცენად” გადაიქცევა და სუიციდის მსხვერპლი მოვლენების მთავარი გმირი ხდება.

“ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი ხდება მოზარდისთვის. შესაბამისად, დიდია რისკი იმისა, რომ ვინმემ ეს ყველაფერი გაიმეოროს, მიბაძოს და თავი მოიკლას. ბოლო კვირაში მომხდარი რამდენიმე ფაქტიც ამაზე მეტყველებს”, – აღნიშნავს ცირამუა.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი