“რატომ თქვეს უარი ვალების ჩამოწერის მთავრობის პროგრამაში…თუ რომელიმე ქოცი გაბედავს და შემეწინააღმდეგება, მაშინ პირველ რიგში…”

ბიძინა ივანიშვილი-დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი დავით  ნებიერიძე Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

გთხოვთ ძალიან კარგად ჩაწვდეთ იმ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უარის შინაარსს და მოტივებს, თუ რატომ თქვეს უარი ვალების ჩამოწერის მთავრობის პროგრამაში:

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ნებისმიერ ბანკს პირველ რიგში აწყობს კლიენტის საკრედიტო დავალიანების დაფარვა, განურჩევლად იმისა ტავად ფარავს ეს კლიენტი, თუ სხვა უფარავს. შესაბამისად, ახლავე ცალსახად გეუბნებით და გარწმუნებთ, რომ არავიტარი ფონდი ქართუ და ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ამ ვალების გასტუმრების ვალდებულების საკუთარ ტავზე აღებას. მაქსიმუმ რასაც გააკეთებენ ეს მაფიოზები იქნება ის, რომ ოლიგარქიულ მაფიოზური გარიგების ხარჯზე ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად გამოუქვიტავს ამ ზარალს ამ პროგრამაში მონაწილე რამოდენიმე ბანკს და არცერთ თეთრს მოქალაქეების სანაცვლოდ არ გადაიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება დიდი სიამოვნებით დასთანხმდებოდა ამ შემოთავაზებას.
ახლა ზედაპირულად მაინც გავიაზროთ რა ტიპის გარიგება შეიძლება დაიდოს ბიძინა ივანიშვილსა და იმ ბანკებს შორის, რომლებიც მას დასთანხმდნენ ამ გარიგებაზე. ეს გარიგება ეჭვგარეშე იქნება წმინდა წყლის ოლიგარქიულ-მაფიოზური გარიგება, რომლის შედეგადაც ბანკებს მიეცემათ საშუალება ამ ვალების ჩამოწერის საკომპენსაციოდ გაცილებით მასშტაბურად და ცამოწერილ ვალებზე დიდი მოცულობის თანხები მიისაკუთრონ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებიდან. ანუ ბიძინა კი არ გადაიხდის ამ ვალებს ქართუს ფონდის ანგარიშებიდან, არამედ თითოეულ მოქალაქეს ტავისი ჯიბიდან მოუწევს ამ ფულის ამოღება და ტანაც ყველაზე ბინძური, კორუფციული და მაფიოზური გარიგებების შედეგად.
თუ რომელიმე ქოცი გაბედავს და შემეწინააღმდეგება, მაშინ პირველ რიგში აბსოლუტურად გამჭვირვალედ დაგვიდონ ივანიშვილსა და ბანკებს შორის დადებული შეთანხმების შინაარსი.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი