რატომ დაწერა ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა სიძულვილის ენის შემცველი პოსტი

პედაგოგი

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ქვარცხავა, რომელმაც სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა, ხოლო დირექტორის მოთხოვნით, მოგვიანებით აღნიშნული პოსტი წაშალა, პოსტს ორი წლის წინანდელ წყენას უკავშირებს და ამბობს, რომ ნაწყენი დარჩა კონკრეტულ მოსწავლეებზე.

თუმცა, მისივე თქმით, ამ საქციელს ნანობს და აცხადებს, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ცხელ გულზე დაწერა. თუ რა კონკრეტულ წყენას ეხებოდა დისკრიმინაციული სიტყვები, ხათუნა ქვარცხავა არ აკონკრეტებს.

„25 წელია, ამ სკოლაში ვმუშაობ და მსგავსი სიტუაცია არ მქონია. მე მიყვარს ჩემი საქმე და ვემსახურები ამ საქმეს მთელი გულით, მთელი არსით. ამიტომ სულ პატარა წყენა იყო, რომელიც ცუდად გამახსენდა. ეს არ იყო მნიშვნელოვანი წყენა და მხოლოდ ამიტომ დავდე. შესაბამისი კომისია სწავლობს ჩემს საქმეს და მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე მართლა მიყვარს ჩემი მოსწავლეები და ჩემი საქმე. არანაირი მოსწავლეების დაყოფა არ ხდება. ვნანობ, რა თქმა უნდა, არც მიფიქრია თუ ამდენი ამბავი მოყვებოდა“, – აცხადებს პედაგოგი.

loading...

პოპულარული

მოსაზრება, რომ ნიკოტინს აქვს დამცველობითი უნარი კოვიდის საწინააღმდეგოდ, არის მითი - ამირან გამყრელიძე
აჭარის ტელევიზიის წინ აქცია მიმდინარეობს - მოშიმშილეები ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვენ
"ძალოვანებმა გადამიღეს, რომ პატრიარქს მსახურების დროს აღარ ვიხსენიებდი" - მამა ათინოგენეს მეუფე გრიგოლმა ღვთისმსახურების უფლება შეუჩერა
იცოდეთ, რომ დაიცვა მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს - გიორგი გახარია პოლიციელებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი