„რატომ დაიწყო ლარმა მაინცდამაინც სექტემბერში გაუფასურება?! იმიტომ ხომ არა, რომ სესხების გადახდა დავიწყეთ?“ – ვახო ჭუმბურიძე

ვახო ჭუმბურიძე

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვახო ჭუმბურიძის სტატუსი, სადაც ის აღწერს, როგორია კორონავირუსის გამო გადავადებული სესხების შედეგი კონკრეტულად მისთვის.

გთავაზობთ სტატუსს:

„დაიწყეს ბანკებმა ბინძური თამაში.

გადავადებულ სესხებს დაადეს უაზრო საკომისიოები, 6 თვის სიცოცხლის დაზღვევა ეგრევე ჩამომაჭრეს.

მოსახლეობის უმეტესობას სესხები აქვს ევროში და დოლარში!

შემოსავალი – ლარში.რატომ მაინცდამაინც სექტემბერში დაიწყო ლარმა გაუფასურება?!იმიტომ ხომ არა, რომ სესხების გადახდა დავიწყეთ?კონვერტაციებშიც დიდი ფული იშოვება .

იმან რაო? მევახშეების სისტემა უნდა გავაუქმოთო?

ხო და კიდევ საქართველოს მთავრობა 4% -იან სუბსიდირებას რომ უკეთებთ ბანკებს და ჩუქნით 5 წელი ფულს, მოიკითხეთ მაინც, რა ხდება?!

მე ვიხდი გადასახადს და ჩემი გადახდილიდან საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ისედაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა იპოთეკური სესხის ასაღებად, მე მაინც ვუხდი პროცენტს (5 წელი)

უი, ხო, კინაღამ გამომრჩა, როგორც კი თქვენ გააჟღერეთ რომ 4%- ს ჩუქნიდით, ბანკებმა იპოთეკურ სესხზე ეგრევე აწიეს პროცენტი.

ანუ პეტრეს, პავლეს და მაყვალას იგივე პროცენტი გამოსდის, რაც ადრე ჰქონდათ და თქვენ კიდევ 5 წელი ჩემი გადასახადებიდან უნდა ყაროთ ფული“.

დაწერე კომენტარი