“რატომ დაემთხვა კადრების გავრცელება პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი, თქვენ შს მინისტრი იყავით…”- ბესელია გახარიას

ბესელია

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია დღეს პრემიერისგან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამოძიებით დაინტერესდა.

ეკა ბესელიამ გიორგი გახარიას მისივე პირობა შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ დანაშაულიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგაც კი, საქმე გაუხსნელია, დამნაშავე დაუსჯელი და არ არის ცნობილი რა მიზანს ემსახურებოდა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება.

ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ იყავით შს მინისტრი, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის მიმართ, გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს მოხდა თქვნი შს მინისტრობის პერიოდოში. დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით, რომ მეტყოდით ვინ ჩაიდინა ეს დანაშული. არ მითხრათ ახლა, რომ ეს საქმე გახსნილია იმიტომ რომ ეს საქმე გახნილი არ არის და ამ კითხვაზე მე პასუხი ჯერ არ მიმიღია.” განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მმართველი პარტიის წევრებს ის უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის 10 კაციანი სიას შეეწინააღმდეგა, რასაც მოგვიანებით უმწვავესი კონფლიქტი მოჰყვა 

რა იყო ეს? ეს იყო დასჯა? სამაგიეროს გადახდა? ეს იყო ანგარიშსწორება? თუ ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა ამ თემაზე, ან სხვა თემაზე აირჩევდა პროტესტის იმ ფორმას რაც მე ავირჩიე- მიმართა ბესელიამ გახარიას.

დეპუტატის თქმით, ის ამ საქემში კონკრეტული დამნაშავის გამოვლენას და “კონკრეტული სახელისა და გვარის” დასახელებას ელოდება

დაწერე კომენტარი