რატომ არ ელაპარაკებოდა გიორგი გაბუნიას დედამისი წელიწადზე მეტ ხანს

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ განმარტა, რა რეაქცია აქვს მის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი დედამისს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მის სკანდალურ განცხადებებზე და მის მიმართ გაჟღერებულ მუქარებზე.

„დედაჩემისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ღია კრიტიკით გამოსვლა სრულიად მიუღებელი იყო… შემდეგ „იქს-ფაქტორზე მოისმინა ღია მუქარები ჩემი მისამართით -ქუჩაში ვერ გამოხვალ, მოგკლავთო, ვიღაცეები რეკავდნენ. ამაზე იყო ჩხუბი საშინელი.

შეიძლება ვიღაცამ არ დაიჯეროს, მაგრამ თვეების განმავლობაში და ერთხელ წელიწადის და რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით, საერთოდ არ ვკონტაქტობდით. შემდეგ, როცა დაინახა, რომ ჩემზე ეს ყველაფერი არ ჭრიდა, გადავიდა ტირილზე – რომ მივდიოდი, ტიროდა უბრალოდ, იმიტომ, რომ ეშინოდა. მერე გადავიდა შემდეგ ეტაპზე – უბრალოდ აღარ უყურებდა ჩემს გადაცემებს, რომ არ ცოდნოდა. თუ ტელეფონზე ვინმე რამეს ეტყოდა, ეუბნებოდა, არ მელაპარაკოთო. შემდეგ შეეგუა, რომ ასეთი ვარ. აღაც მეჩხუბება, აღაც ტირის. უბრალოდ, ნერვიულობენ ჩემი მშობლები ძალია, ჩემი ძმა ნერვიულობს“, – განმარტა გიორგი გაბუნიამ. 

პოპულარული

ჩინეთიდან დაბრუნებულმა 22 წლის გოგომ კლინიკას ვირუსის ნიშნებით მიმართა
უმძიმესი კადრები - რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები
რა ხდება რეალურად ჩინეთში? კორონავირუსით დატანჯული და ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანები - უმძიმესი ვიდეოკადრები
იუნა შაფათავა მანჰეტენზე გაშიშვლდა - „ქართველი ემიგრანტი ნიუ იორკში“
დაწერე კომენტარი