“რატომ არ არის დაკავებული „ოცნების“ დეპუტატის შვილი, რომელიც უყურებდა მკვლელობას და შეცვალა ჩვენება?

ზაზა სარალიძე

არა მარტო დ.ღ., არამედ იქ მყოფი ყველა ბავშვი იყო დასაკავებელი და პასუხისგებაში მისაცემი”- ასეთ კომენტარს აკეთებს ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს გათავისუფლების შემდეგ. მისი თქმით, მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვისას, თითქმის, ყველა არასრულწლოვანმა სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

“იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, ყველა იტყუება, იტყუებოდნენ პროცესსა და წინასაგამოძიებომოქმედებების დროსაც. რის საფუძველზე იყო მოტყუება და ჩვენების შეცვლა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად აეხდება ფარდა. ეს დააშინეს, მოისყიდეს, თუ თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, საუბრობენ ტყუილებს. მხოლოდ დ.ღ.-ს დაკავება იმიტომ მოხდა, რომ ერთადერთი დაბალი ღობე ნახა ხელისუფლებამ, რასაც თავად ეძახიან, რომ უპატრონო ადამიანი იყო, რატომ არ არის იქ კონკრეტული პირები, თუნდაც, „ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, რომელიც პირდაპირ უყურებდა ამ მკვლელობას და საერთოდ ხმა არ ამოიღო და შეცვალა ჩვენები და მოიტყუა. რატომ არ არიან დაკავებულები ფულიანი მამიკოს ბიჭები?“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონოსძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი