რატომ ააფეთქეს საზოგადოებრივი ცენტრი – ჩოხატაურში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

აფეთქება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. ინციდენტი, სავარაუდოდ, შენობაში განთავსებული ბანკომატის გაძარცვის მიზნით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია შუშები და ასევე დაზიანებულია ბანკომატი.

შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი