რას ლაპარაკობენ ნატო-ს მაღალჩინოსნები კულუარებში საქართველოზე

სამ კვირაში ნატო-ს ბრიუსელის სამიტი იმართება და დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ამ სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი. რას გულისხმობს ზალკალიანი “ხელშესახებ შედეგში” და არის თუ არა მაპ-ის მიღების შესაძლებლობა, ამას დროებითი მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს.

ექსპერტები კი ზალკალიანის ოპტიმიზმს არ იზიარებენ და მაპ-ის მიღების პერსპექტივას ამ ეტაპზე გამორიცხავენ. ამასთანავე ამბობენ, რომ მაპ-ის ნაცვლად ნებისმიერი სხვა შეთავაზება, გაფართოებული პაკეტი და ა.შ. ხელშესახები შედეგი ვერანაირად ვერ იქნება.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი, – ამის შესახებ გუშინ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმართებოდა.

ზალკალიანმა განაცხადა, რომ 16 მაისს ნატო-საქართველოს კომისიის ბოლო სხდომაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები ყველა მიმართულებით და რომ ალიანსის მხრიდან არის მზაობა, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იყოს შეფასებული.

“მოლოდინზე აქტიურად გვაქვს საუბარი. ამ მოლოდინზე 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საუბარი ნატო-საქართველოს ბოლო კომისიის სხდომაზე. მე, იქ დამსწრე კოლეგებსა და პარტნიორ ქვეყნებს გვაქვს განცდა, რომ საქართველო ამ სამიტიდან წამოვა ხელშესახები შედეგით”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს იმართება და თბილისში დიდი იმედია, რომ შეფასდება 10-წლიანი პერიოდი, რომელიც გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მაპ-ი – ეს უდიდესი მნიშვნელობის გარდამტეხი ეტაპია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და წელს მისი მიღების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ამის შესახებ გარკვეული მინიშნებები დასავლეთში უკვე იქნებოდა.

“მაპ-ის მინიჭების შესაძლებლობაზე არავითარი ნიშანი, არც ნატო-სა და არც ექსპერტულ დონეზე არ ყოფილა. როგორც წესი, ასეთი რამ წინასწარ ხდება ხოლმე ცნობილი.

“ალბათ, ამ სამიტზე კიდევ უფრო გაესმება ხაზი იმას, რომ საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ახლოს არის ნატო-ს სტანდარტებთან, ასევე იქნება საუბარი ერთობლივ წვრთნებსა და ჩვენი სამხედრო ძალების ნატო-ს სტრუქტურებთან ჰარმონიზაციაზე.

“თუმცა არ მგონია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა რამე გადაწყვეტისთვის მზად იყოს. აქედან გამომდინარე არ ვიცი, რა იგულისხმა ზალკალიანმა. კი, სამიტის შემდეგ ხაზგასმული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით. მაპ-ის ალბათობა რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, ამაზე ხმაურს რუსეთი ატეხავდა. ასე რომ, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს”, – ამბობს კაკაჩია.

იხილეთ სრულად:რეზონანსი

loading…

პოპულარული

„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„მსურს დავრჩე პატიმრობაში... ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს“ - მირზა სუბელიანი მოსამართლეს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
რუსეთში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს - ვიდეოკადრები
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
დაწერე კომენტარი