“პირველი რასაც გავაკეთებთ, იქნება ამ მავნე ქალის იმპიჩმენტი და პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება” – ბაჩუკი ქარდავა

ბაჩუკი ქარდავა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, შეწყალების სკანდალზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
ეროვნულ დემოკლარატიული პარტიის ლიდერი ზურაბიშვილის “მავნებლობაზე” საუბრობს და კორუფციულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას.

“აქ ორი მომენტი იკევეთება – ეს არის კორუფცია, რომლის აშკარა ნიშნები იკვეთება და მეორე – მორჩილება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც ხარკი უნდა გადაუხადოს დანაშაულებრივ სამყაროს.

ნებისმიერმა თავმოყვარე, პროდასავლურმა, ქართულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიამ უბდა ჩაწეროს თავის პროგრამაში, რომ როგორც კი დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, პირველი რაც ამ ქვეყანაში გაკეთდება, ეს იქნება ამ მავნე ქალის იმპიჩმენტი და მისი პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.


საზოგადეოებისა და პოლიტიკოსების პროტესტის შემდეგ, პროკურატურამ შეწყალებების საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი