„რას ამბობს ჩემს ნაწილთან დაკავშირებით? ვინმემ დაავალა და ამიტომ ახსენა“ – ეკა ბესელია სუბელიანის მიერ მის ხსენებაზე

ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ არ იცის, სენსაციურ ჩანაწერში მირზა სუბელიანმა მისი გვარი რატომ ახსენა, თმცა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფმა სუბელიანმა ეს დავალება ვინმესგან მიიღო.

„რას ამბობს ჩემს ნაწილთან დაკავშირებით? რას ამბობს, რას? მე ვერ გავიგე, რას ახსენებს!.. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა, ჩემთვის გაუგებარი კონტექსტია. არ ვიცნობ ამ ადამიანს, არ მინახავს ეკრანის გარდა. ვერ გავიგე, საერთოდ, რა არის, ვინმემ დაავალა და ამიტომ ახსენა, თქვენი სურვილი იყო და იმიტომ ახსენა, მან რატომ ახსენა არ ვიცი, ამიტომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავად აძლევთ კონტექსტს და აკეთებთ ამის ინტერპრეტაციას, ისე როგორც გვარამიას ესიზმრება, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე კონტექსტი, მაგრამ რომ არ დარჩეს ბუნდოვანი ამიტომაც ეს კითხვაც დაისვას, და საერთოდ, რასაც ამბობს ყველაფერი გაირკვეს,“- აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს გლდანის ციხიდან გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებული საქმეების გამოძიების ფარგლებში მოწმეებზე ზეწოლაზე, დაშინებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და იქვე აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ეკა ბესელიასა და ე.წ. უდო-ს კომისიასთან დაკავშირებულ გარიგებებზეც აქვს.

loading…

პოპულარული

"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან" - მიხეილ სააკაშვილი
აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - ჯართის შესაგროვებლად წასულ ბავშვს ოჯახი 2 დღე ეძებდა
6 წლის საბა, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა
ნათლისღების სასწაულები - "ეს ამბავი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ჭულევის მონასტრის მახლობლად"
დაწერე კომენტარი