რას ამბობს ექიმი მარნეულში 15 წლის გოგონას დაღუპვაზე?

მარნეულში 15 წლის მოზარდი ბუნებრივი აირით მოიწამლა და გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც ავერსის ემერჯენსის ხელმძღვანელი ხათუნა ებრალიძე ამბობს, მოზარდი საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს.

“აფსოლუტურად ყველა კლინიკური ნიშანი იყო გვამი. გვამური ლაქებიც კი იყო. როგორც ჩანს, ეს ბავშვი გვიან ნახეს. შემოსვლისას გვამი დაფიქსირდა, ჩატარდა 45 წუთის განმავლობაში პროტკოლით გაწერილი რეანიმაციული ღონისძიებები ვალის მოხდის მიზნით და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი” – ამბობს ხათუნა ებრალიძე “რადიო მარნეულთან”.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

პოპულარული

"ზურგით ვათრევდი პადვლიდან პროდუქციას და არავინ დაინტერესებულა, შენ კაცი ხარ, ქალი თუ ხარი ხარ" - "სპარის" კონსულტანტი გოგონას ვიდეომიმართვა
"გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ... მადლობა, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე..." - ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
27 წლის ქველმოქმედი გოგონა ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის - ანას საზოგადოების დახმარება სჭირდება
20 ტიპის მამაკაცი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა არ უნდა იქონიო
დაწერე კომენტარი