რამ გამოიწვია ტემპერატურის რადიკალური ცვლილება და როდემდე შენარჩუნდება უამინდობა – სინოპტიკოსის განმარტება

წვიმა

რატომ შეიცვალა ამინდი რადიკალურად და უკავშირდება თუ არა გლობალური დათბობა საქართველოს – ამ თემაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ სინოპტიკოსს, დოდო გვაზავას დაუკავშირდა.

„დედამიწაზე ამინდს თავისი სეზონების მიხედვით, 6 ატმოსფერული ცირკულაციური მოვლენები განსაზღვრავს, მათ შორის მოქცეულია საქართველოს ტერიტორია.

წელს ჩვენი ქვეყნის მიმართ გააქტიურებულია ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი ჰაერის მასების მოქმედება, რადგან ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალური ნაწილებში სიცხეები იყო. ამიტომ, შედარებით გრილი ჰაერი გადმოდის, ზღვა დამთბარია და ეს ღრუბლიანობა ამან განპირობებული. 

ჰაერის მასები ცივიდან თბილისკენ უფრო მეტად მოძრაობს, ამიტომ უბერავს ამჟამად დასავლეთ საქართველოში ძლიერი აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ეს მდინარეს მიუყვება, მდინარის ხეობით შედის ცალკეულ რაიონებში. ამჟამად, სანაპირო რაიონებში არ არის. არის ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე“, – განმარტა გვაზავამ.

სინოპტიკოსის პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო დღეებში თბილი ამინდები შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 15 სექტემბრამდე შედარებით ნარჩუნდება, შიდა რაიონებში 29-31 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, სანაპირო რაიონებში ეს დღეებია უნალექო ამინდი ფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე მერყეობს.

აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, დღეს გორში გამოიდარა, თუმცა შედარებით მოღრუბლულია აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ესაა კახეთი და თბილისი.

დაწერე კომენტარი