“რამდენჯერმე დაგვემუქრა ქალბატონი ეკა და ამის შემდეგ რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია” – კობახიძე

ბესელია-კობახიძე

ბესელია რთულ მდგომარეობაშია და თავის ემოციურ მდგომარეობას ავლენს ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რამდენჯერმე დაგვემუქრა ქალბატონო ეკა და ამის შემდეგ რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია. არ მინდა ამ პოლემიკა შესვლა. ის რთულ მდგომარეობაშია და თავის ემოციურ მდგომარეობას ავლენს ხოლმე. დღესაც ნახეთ როგორ იქცეოდა სამწუხაროდ უკვე არაეთიკურია მისი ქცევა”- განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, ბესელია პლენარულ სხდომაზე კობახიძისთვის აპირებდა ეკითხა, როდის მოხდებოდა ბიუროს სხდომის დღის წესრიგში მისი და რამდენიმე დეპუტატის მიერ, მოსამართლეების საკითხზე მომზადებული კანონპროექტის შეტანა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა.

კობახიძის გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია, ბესელიას მიკროფონი გამოურთო და განმარტა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ, ბესელიას კი სიტყვას მას შემდეგ მისცემს, როცა შეცდომას გამოასწორებს“.

პოპულარული

"დღეს, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდის დროს - რეკომენდაციები
სროლა და ყაჩაღობა ვარკეთილში - ბანკის დაყაჩაღების კადრები (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი