„რამდენიმე ურტყამდა და შემდეგ, ეს მასა კორპუსს მიეფარა“ – სროლა წყალტუბოს ქუჩაზე, ჩხუბში 15 ახალგაზრდა მონაწილეობდა

სროლა

გვიან ღამით, წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც სროლა მოჰყვა. ჩხუბში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა. ისინი ადგილიდან პოლიციის მისვლამდე გაიქცნენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„ჩემი აივნის ქვემოთ არის ის პარკი, სადაც იყო ხმაური და ჩხუბის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო, შემდეგ ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ უკვე რამდენიმე ადამიანი დაიძრა ამ ტერიტორიისკენ. ერთი ადამიანი ძირს დაეცა, რამდენიმე ურტყამდა და შემდეგ უკვე, ეს მასა კორპუსს რომ მიეფარა, იყო გასროლის ხმა“, – ამბობს თვითმხილველი ლელა ქებურია.

დაპირისპირების ადგილზე, ერთ-ერთი მარკეტის სათვალთვალო კამერიდან სამართალდამცველებმა ვიდეო მტკიცებულებები ამოიღეს. წყალტუბოს ქუჩაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.  

დაწერე კომენტარი