რაიან სმიტის მშობლები და ძმა საქართველოში არიან – ისინი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ

შიდა ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი ავ­თან­დილ კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი რა­ი­ან მა­იკლ სმი­ტის ნა­თე­სა­ვებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რას საქ­მის პრო­კუ­რო­რი და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს მრჩე­ვე­ლი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში მა­იკლ გრან­ტი, კონ­სუ­ლი ჯე­ნეტ რო­ბერ­ტი და უწყე­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე მა­იკლ რა­ი­ან სმი­ტის მშობ­ლებ­მა და ძმამ მი­ი­ღეს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე პა­სუ­ხე­ბი მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვებ­ზე, რაც ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს, მათ შო­რის ბრალ­დე­ბუ­ლის გარ­და, საქ­მე­ზე იკ­ვე­თე­ბა თუ არა კი­დევ სხვა დამ­ნა­შა­ვე პირი, რამ­დე­ნად მალე დას­რულ­დე­ბა სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი.

უწყე­ბის ცნო­ბით, მა­იკლ რა­ი­ან სმი­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა ფორ­მით შე­ეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა და შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლი რა­ი­ან მა­იკლ სმი­ტის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ცნო­ბი­ლი იქნა მისი ძმა ჩედ ოს­ტინ სმი­ტი, ხოლო ქე­ლებ ის­მატ სმი­ტის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ მისი ბა­ბუა ბა­ი­რონ ლი სმი­ტი.

ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი. მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

„სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, – აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი