ჟირინოვსკი თბილისის გავლით, მოსკოვი-ერევნის მეტროს ხაზის გაყვანას ითხოვს

ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი დარწმუნებულია, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაში, რუსი მეცნიერები მოსკოვიდან ერევნამდე მეტროს ხაზის გაყვანას მოახერხებენ.

“მოსკოვიდან ერევნამდე ჩქაროსნული მატარებლით დიდი სიამოვნებით ვიმგზავრებდი თბილისის გავლით. 20 საათი დასჭირდებოდა მხოლოდ დისტანციის დაფარვას. მან ეს განცხადება მოსკოვში გამართული ღონისძიების დროს გააკეთა, რომელიც სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის პატივის მისაგებად გაიმართა.
ჟირინოვსკის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შემდეგ, ღონისძიებაზე შეკრებილმა რამდენიმე პირმა მოსკოვი-ერევნის მეტროს ხაზის მშენებლობის მოთხოვნის სკანდირება დაიწყო.
სომეხი ხალხის გენოციდი 1915 წელს თურქეთში მოხდა, რასაც ამ დრომდე თურქული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

“kvira.ge”

loading…

პოპულარული

"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი