
,,ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას. ემანუელ მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი მისი ინიციატივით არ გადადებულა.