“პუტინმა ჩემი მოწამვლა ვირთხის საწამლავით სცადა” – რუსი მოდელის ქმარი სიკვდილს ებრძვის

პუტინი

რუსი მო­დე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში, ქა­ლაქ სოლსბე­რი­ში მისი მო­წამ­ვლა პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით სცა­დეს. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30 წლის ანა შა­პი­რო ქმარ­თან, 42 წლის ალექს კინგთან ერ­თად რეს­ტო­რან­ში ვახ­შმობ­და, რო­დე­საც წყვილ­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო.

მისი თქმით, ქმა­რი მა­მა­კა­ცე­ბის სა­პირ­ფა­რე­შო­ში ია­ტაკ­ზე და­ვარ­დნი­ლი იპო­ვა, ალექსს პი­რი­დან ქა­ფი­ვით მასა გად­მო­უ­ვი­და.

კინ­გი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ში­შო­ბენ, რომ წყვი­ლი, შე­საძ­ლოა, ვირ­თხის სა­წამ­ლა­ვით მო­წამ­ლეს.

მო­დე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ თავ­დას­ხმის უკან, სკრი­პა­ლის ინ­ცი­დენ­ტის მსგავ­სად, პუ­ტი­ნი დგას.

„რეს­ტო­რან­ში შე­ვუკ­ვე­თე პიცა, ალექსმა კი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი და ბოსტნე­უ­ლი. ორი ჭიქა თეთ­რი ღვი­ნოც გვქონ­და,“ – ჰყვე­ბა მე­დი­ას­თან ანა.

შა­პი­როს თქმით, უკვე ას­რუ­ლებ­დნენ ვახ­შამს, რო­დე­საც ალექ­სი ტუ­ა­ლეტ­ში გა­ვი­და, თა­ვად კი თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ ქმრის მო­სა­ძებ­ნად გა­ვი­და და კინ­გი ია­ტაკ­ზე უგო­ნოდ იპო­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ შა­პი­რო და კინ­გი სტრიქ­ნი­ნით მო­წამ­ლეს.

„მე მარ­ტი­ვად გა­დავ­რჩი, მაგ­რამ ალექ­სის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გონს მო­ვი­და, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით ანა­ლი­ზის შე­დე­გებს,“ – ამ­ბობს შა­პი­რო.

მო­დე­ლი რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2006 წელს ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე გახ­და.

2008 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ალექს კინ­გი გა­იც­ნო. წყვი­ლი 1 თვის წინ და­ქორ­წინ­და. შა­პი­რო ფიქ­რობს, რომ რუ­სე­თის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი მას ჯა­შუ­შად მი­იჩ­ნე­ვენ.

„მე სა­ჯა­როდ გა­ვაკ­რი­ტი­კე პუ­ტი­ნი და ქვე­ყა­ნა, სა­დაც ჩემი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. მე ყო­ფი­ლი რუსი ვარ. მა­მა­ჩე­მი რუ­სე­თის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი იყო და სამ­ხედ­რო ორ­კესტრში უკ­რავ­და,“ – გა­ნა­ცხა­და ანამ.

მის­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, სა­ჯა­როდ გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტი, ოჯა­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია – მათ შო­რის მისი მა­მის. ანას თქმით, სიკ­ვდი­ლი­თაც ემუქ­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­მა­მი­სი იყო.

„რამ გა­მო­იწ­ვია წყვი­ლის ავად გახ­დო­მა, გა­მო­ძი­ე­ბა არ­კვევს. თუმ­ცა, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ბოლო დროს მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის გამო, ტარ­დე­ბა ანა­ლი­ზი, რათა და­ვად­გი­ნოთ, ფი­გუ­რი­რებს თუ არა ინ­ცი­დენ­ტში ნო­ვი­ჩო­კი,“ – გა­ნა­ცხა­დეს პო­ლი­ცი­ა­ში.

“ambebi.ge”

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუას მორიგი იდეალური ლუქი მოქმედი პირველი ლედის ამპლუაში (ფოტოები)
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ინაუგურაციაზე - ფოტოები ცერემონიიდან
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის დახვეწილი ჩაცმულობა ინაუგურაციაზე (ფოტოები)
რა დაუვარდა სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - ვიდეო
დაწერე კომენტარი