
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკში ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მსოფლიოში სხვადასხვა მტკივნეულ წერტილზე საუბრის დროა.
„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა აქ, ფინეთის სტუმართმოყვარე მიწაზე, ჰელსინკიში. ჩვენი მუდმივი კონტაქტები გრძელდება. დადგა დრო დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში სხვდასხვა მტკივნეულ წერტილზე, რომელიც საკმარისად ბევრია იმისთვის, რომ ყურადღება მივაქციოთ“, – განაცხადა პუტინმა.