„პუტინის და მერკელის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ განხილულა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა“

პუტინი მერკელი

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ განხილულა, რაც საქართველოსთვის ძალიან სახიფათოა.

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა ის, რომ მსგავს შეხვედრებზე არ არის საუბარი საქართველოზე. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტს არც გერმანიის კანცლერი, არც აშშ-ს პრეზიდენტი არ ესაუბრება საქართველოზე, რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია დაუსჯელად გააგრძელოს ის ძალადობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს. დაუსჯელად გააგრძელოს საზღვრის გადმოწევა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა იმიტომ, რომ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა ამისთვის რუსეთს არ უწევს, რადგან საქართველო ფაქტობრივად აღარ არის წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობებში. ეს არის ამ ქვეყნისთვის სახიფათო”,- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება მერკელის ვიზიტს საქართველოში, სამადაშვილი ამბობს, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია და მასთან შეხვედრისას ოპოზიცია პრობლემური საკითხების განხილვას აპირებს.

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი