პროტესტი ,,ჭალა ჰესის” მშენებლობას – მესტიაში ქალები ძირს დასხდნენ და მძიმე ტექნიკის ბლოკირება მოახდინეს

მესტიის ცენტრში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. როგორც ,,ნიუპოსტს” განუცხადეს, ადგილზე მძიმე ტექნიკა შეჰყავთ, მესტიის თუმცა მესტიის მკვიდრი ქალბატონები ტექნიკას წინ დაუწვნენ და შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი ჭალა ჰესის მშენებლობისთვის მძიმე ტექნიკის შემყვანას აპროტესტებენ და ითხოვენ ამ ჰესის მშენებლობის შეჩერებას.

ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად მათი პროტესტისა, ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკა მაინც შეიყვანეს ადგილზე. აქციის მონაწილეები მესტიის გამგებლის გადადგომასაც ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ გამგებელი მათ არანაირ ინფორმაციას არ აწვდის.

ამ წუთებში მესტიის შესასვლელთან არის ტექნიკა ბლოკირებული, მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მოსახლეობა აცხადებს რომ ისინი არ დათახმდებიან ხელისუფლების არც ერთ შეთავაზებას, სანამ ტექნიკა ადგილიდან გაყვანილი არ იქნება.

loading...

პოპულარული

ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას - COVID 19–ით დაინფიცირებული სპორტსმენი ათეულობით პირს, მათ შორის ორსულს შეხვდა
როგორ უნდა იმკურნალოს პაციენტმა სახლში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში
ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება "გავროლოვის ღამეს" - პრემიერის პირველი კომენტარი ომბდსმენის სკანდალურ დასკვნაზე
"პოლიტიკური შურისძიების გამო პრემიერს უწევს ტყუილის თქმა" - რა წერია გახარიას ხელმოწერილ დადგენილებაში
დაწერე კომენტარი