პროტესტი ერევანში – პოლიციამ აქციებზე გამოსული ადამიანების დაკავება დაიწყო (პირდაპირი ეთერი)

დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის არჩევას აპირებს. ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად სარგსიანის დარჩენას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და ამის გამო უკვე რამდენიმე დღეა ისინი დაუმორჩილებლობის აქციებს აწყობენ. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია, რომ დღეს 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებმა ვერ შეაღწიონ და პრემიერის არჩევა არ მოხდეს. დღეს დილიადან მოქალაქეების ჯგუფმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტა. მოვლენათა ეპიცენტრი ერევნის ცენტრალური მოედანია, სადაც მომიტინგეები, სამართალდამცველები და სპეცტექნიკაა მობილიზებული

სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანების დაკავება დაიწყო.

სარგსიანის მოწინააღმდეგეების მიტინგი ერევანში უკვე მეოთხე დღეა რაც იმართება, კვირას ნიკოლ პაშინიანმა მასობრივი აქციების გეგმა გაამჟღავნა, მან მხარდამჭერებს მოუწოდა გადაეკეტათ ხიდები, ქუჩები და მოეხდინათ მეტრო სადგურების ბლოკირება.

ორშაბათს დილით, მმართველ კოლიციაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამ და პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ ოფიციალურად წარადგინეს სერჟ სარგსიანი პრემიერის პოსტზე, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა სამშაბათს იგეგმება.

სარგსიანი იკავებს უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი