თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით ქართველები დააკავეს

პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულები

თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ართვინის პროვინციის პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ხოფაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროსტიტუციას არალეგალურად ეწეოდნენ.

პოლიციამ რამდენიმე კლუბსა და სასტუმროში ოპერაცია ჩაატარა და სულ 33 სექს-მუშაკი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებიც.

რეზონანსი

დაწერე კომენტარი