პროკურორს სიტყვაზე ვენდოთ? – ოპოზიცია ნიკა მელიას წინააღმდეგ არსებული საქმის მასალების გაცნობას ითხოვს

გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც პროკურორი დეპუტატებს იმ არგუმენტებს აცნობს, რის საფუძველზეც ბრალდება ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვს, ისევ ხმაურია.

ოპოზიცია მმართველ გუნდს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს და დაზუსტებებისთვის დროს ითხოვს.

კომიტეტის სხდომის წამყვანები ამბობენ, რომ ოპოზიცია დებოშს ტეხს და ითხოვენ ოპონენტებმა ის მუხლი დაასახელონ, რომლის საფუძველზეც დაზუსტებებსითხოვენ.

„დაზუსტება შეუძლებელია, რაც არ უნდა ერთი გუნდი იყოს, ჩემს შეკითხვას ვერ დააზუსტებს ოთარ კახიძე და კახიძის შეკითხვას ვერ დააზუსტებს გიორგი ღვინიაშვილი,“-ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.

სერგი კაპანაძეს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვის დასმის უფლება არ მისცა.

კაპანაძის თქმით, ოპოზიციას არცერთი წუთი არ ჰქონია იმ მასალების გასაცნობად, რომელის საფუძველზეც პროკურატურა მელიას იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. ოთარ კახიძის განცხადებით, აუცილებელია დეპუტატები მელიას წინააღმდეგ წარმოებული საქმის მასალებს გაეცნონ.

“ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი კოლეგის პატიმრობაზე მივცეთ თანხმობა თუ არა. მე წარმოგიდგენთ კრიტერიუმებს, რა უნდა იყოს გათვალისწინებული იმუნიტეტის მოხსნისთვის ვენეციის კომისიის მიერ მიღებულ ჩარჩო დოკუმენტის მიხედვით, უნდა შეუნარჩუნდეს იმუნიტეტის პირს, თუ ბრალდებები არ არის აშკარად და მკაფიოდ საფუძვლიანი, ჩამორთმევა შეიძლება თუკი მოთხოვნა ეყრდნობა გულწრფელ და სამართლიან საფუძვლებს. პროკურატურა კი გვეუბნება მას ვენდოთ სიტყვაზე, რომ არსებობს მოწმეთა ჩვენებები ჩანაწერები, თუმცა ამ მტკიცებულებებს არ წარმოგვიდგენს. რა სტანდარტს ვამკვიდრებთ? ხვალ რომ მოვიდეს პროკურატურა და თქვას, რომ ანრი ოხანაშვილმა ქრთამი აიღო, ან ოთარ კახიძემ მოახდინა ავარია. ჩვენ პროკურატურას არ ვთხოვთ, რომ ზეპირი განცხადების გარდა რამე გვაჩვენოს?”-აცხადებს კახიძე.

კახიძე ასევე აცხადებს ამბობს, რომ სამ საათამდე გამოცხადდეს ტექნიკური შესვენება და მას შემდეგ,რაც ადვოკატს გადაეცემა საქმის მასალები ამ მასალების გაცნობა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება მელიას იმუნიტეტის შეწყვეტის ან არ შეწყვეტის შესახებ. 

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
"ოპააა კუკური... დაასკდი... 26 წლის ბიჭი მყავს... ეწევა კიდევაც, მაგრამ ტრაკს არ აძლევს... დედა მოტ***ბო თქვენ" - "ოცნების" აქტივისტი ქალები (ვიდეო)
როგორ დააღწია კაზინოს თავი "ოცნების" აქტივისტმა, რომელმაც აქციაზე თვალის ჩაკვრით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი
"მითხრა მთლიანად გაიხადეო...ღმერთს ვფიცავარ, რომ დედამ არაფერი იცოდა" - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის შემზარავი დეტალები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი