პროკურორი: “მან წიხლი ჩაარტყა დედას, რომელიც შშმ პირია”

ბორკილი

21 წლის კახა კ.-ს გამოძიება დედაზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. შემთხვევას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა დედას ზურგის არეში. ქალს შშმ პირის სტატუსი აქვს. იგი უსინათლოა.

დედა-შვილი წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდა.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლეს კახა კ.-მ. ბრალდებულს დღევანდელ პროცესზე სხვა არაფერი უთქვამს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.

ბრალის გაცნობამდე კახა კ.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ მას არასრული საშუალო განათლება აქვს, დაოჯახებული არ არის და არც დასაქმებულია.

სასამართლო მორიგ სხდომაზე დედის ჩვენებას მოისმენს. ექსპერტიზამ უკვე დაადგინა, რომ მას ფიზიკური დაზიანება ჰქონდა.

ადვოკატი ირაკლი პირველი ამბობს, რომ შემთხვევას სხვა მოწმე არ ჰყოლია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, დედასთან მხოლოდ სიტყვიერი უთანხმოება ჰქონდა ოჯახურ საკითხებზე, ფიზიკურ დაპირისპირებას კი ადგილი არ ჰქონია,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

loading…

პოპულარული

"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
„ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში“ - ვაშაძე "ოცნებას"
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი