პროკურატურა მზადაა, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს

ნიკა მელია

პროკურატურა მზადაა, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს.

როგორც მთავარ საგამოძიებო ორგანოში განაცხადეს, სასამართლოს იმ შემთხვევაში მიმართავენ პატიომრობის შეცვლის შუამდგომლობით, თუ მელია დაკისრებულ გირაოს გადაიხდის.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.„2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”, – განაცხადა გულუაშვილმა.

დაწერე კომენტარი