
თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დღეს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსგაეცნენდა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. ჩუღურეთის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, უზნაძის ქ.N115ა, აღმაშენებლის 63/64, ჩიტაიას ქ.N24-სა წინამძღვრიშვილის ქ.N 65-სა და N66-ში სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩუღურეთის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები260 მისამართზე დასრულდა, ხოლო ამ ეტაპისთვის სამუშაოები 58 მისმართზე მიმდინარეობს.