“პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ, გაერთიანდით ჩემი უმანკო გოგონას მკვლელის საპოვნელად” – ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

დედა


გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს და პროგრამისტებს დახმარებას სთხოვს.

“პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა მოგიწოდებთ,

გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები”, – წერს თამაზაშვილი.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

დაწერე კომენტარი