„პრობლემებში იყო, მახსოვს დაძინებაც გაუჭირდა და 2 ცალი ვალერიანი მივეცი“ – ბაჩალიაშვილის დედა

თამარა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილთან გატარებულ ბოლო საღამოს იხსენებს. როგორც დედა „პოლიტმეტრთან“ ინტერვიუში ამბობს თამარის დაკარგვის წინა დღეს, ის შვილთან ერთად სერიალს უყურებდა, მაგრამ გოგონა თავის ფიქრებში იყო.

„დათრგუნული იყო, თავის ფიქრებში და პრობლემებში იყო. მახსოვს დაძინებაც გაუჭირდა, 2 ცალი ვალერიანი მივეცი, რომ დაეძინა“, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

დაწერე კომენტარი