“პრინციპში არაფერი მიქნია, ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია” – ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის შეცვლილი ჩვენება ვრცელდება

მეგი

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წარუდგინა.

ბრალი წარუდგინეს „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს.

მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცლედა საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის,  ვ.ი.-ს ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

აღნიშნულ ჩვენებას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ, ადრენალინი გაუკეთა შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.

ექიმი ამბობს, რომ სიტუაცია საგანგაშოდ არ მიიჩნია.

“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.”

გამომძიებლის კითხვაზე, უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს, ექიმი პასუხობს:

“პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე… არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი…”- აცხადებს ექიმი დაკითხვის დროს.

თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროტოკოლის შესაბამისად ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს, ფილტვების მოსმენას, ყელშიო ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული, პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას,მათ შორის ვეკითხებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი  მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადგინდა რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს”.

ექიმი ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია არ არსებობდა.

კითხვაზე – რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენება`ში წერს, რომ:

“მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა – 36,7”

დაწერე კომენტარი